შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის სამუშაოებს, რომლის შესრულებისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,350,000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.